პარლამენტარს თინა ბოკუჩავას უბანი პოლიციელებმა იძულებით დაატოვებინეს 

19 მაისი 2019, 20:27 2137 ნახვა

პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 უბნიდან პოლიციელებმა იძულების წესით გამოიყვანეს. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატს უბანზე პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, რომელიც არ ჰქონდა. 

თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ აქვს ცესკოს აკრედიტაცია და პარლამენტის წევრის საშვი, ამიტომ კომისიის წევრებს უფლება არ ქონდათ, უბანზე არ შეეშვათ.

"ეს არის პარლამენტის წევრის საშვი და ყველგან შემიძლია ამ საშვით შესვლა" - განაცხადა ბოკუჩავამ. იგი ამბობს, რომ პოლიციის ათმა თანამშრომელმა კიბეებზე იძულებით ჩამოათრიეს.

ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ კანონმდებლობით კომისიის წევრებს უფლება არ ჰქონდათ, დეპუტატი უბნიდან გამოეძევებინათ. კანონს კი ისინი არასწორად განმარტავდნენ. 

ზუგდიდის მეცხრე უბანთან ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, რომლებსაც პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში