მიხეილ სააკაშვილი - მერე რა, რომ დაგსდევენ მაგათი შნირი ჟურნალისტები, როგორც კი ივანიშვილი შეიცვლება, ისინიც შეიცვლიან მხარეს 

19 მაისი 2019, 14:54 1974 ნახვა

ექს-პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე პირადაპირ ჩართვაში მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს რომ შეტევაზე გადავიდნენ და არ დაგომპლექსდნენ, " [ბიძინა] ივანიშვილის შნირების გამო, რომლებიც დასდევენ". საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ "შნირი ჟურნალისტები, რომლებიც დასდევენ, მალევე შეიცვლიან მხარეს, რადგან ისინი ფულის ხამები არიან, არ გააჩნიათ სამშობლო და ჩვეულებრივი მონები არიან". 

მოუწოდებს მომხრეებს, არ დაკომპლექსდნენ და გადავიდნენ - "შეტევაზე, შეტევაზე და შეტევაზე". 

ასევე საუბრობს იმაზე, რომ ივანიშვილი ყოველ ჯერზე "ვირეშმაკობით ართმევს მოქალაქეებს არჩევანს", ამჯერად კი ფულს სიგარეტის კოლოფებით არიგებს.  

„ახლა გამოდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – აი, „ნაციონალები“ ბევრი ჩამოვიდნენ, აი, „ნაციონალებს“ უნდათ არეულობა.  ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაოებები, ივანიშვილის შნირები ცდილობენ, დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, რომ ვაიმე, ვაიმე, პროვოკაციაზე არ წამოგვეგონ. ვის რაზე უნდა წამოეგონ, ეგენი არიან დამთავრებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე, ჩვენ ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს, ყოველ ჯერზე აყალბებენ, ყოველ ჯერზე ივანიშვილი მიმართავს ვირეშმაკობას, სიგარეტის კოლოფებში არიგებენ ახლა ფულს.

იქ გადმოწერილი ჰყავთ სიებში ხალხი და მაინც მასობრივად მოდის ხალხი ყველგან. მაინც ცუდად აქვთ „ქოცებს“ საქმე. გახსოვთ, როგორ გვაკომპლექსებდნენ ნოემბრის არჩევნებზე – ქუჩაში არ გამოხვიდეთ და სააკაშვილი არ ჩამოვიყვანოთ, ჩვენ ვეუბნებით არა, არა ქუჩაში არ გამოვალთ; ხო, რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეიძლება, არ ჩამოვიყვანოთ. ყველაფერი პირიქით უნდა გავაკეთოთ იმისა, რასაც ივანიშვილი გვაბოლებს და მოგვიწოდებს ტელევიზიით, თავის კონტროლირებადი მასმედიით. მერე რა, რომ დაგსდევენ მაგათი შნირი ჟურნალისტები. როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ეგრევე შეიცვლიან თავის მხარეს, ჩვეულებრივი ფულისტები არიან, ჩვეულებრივი ფულის ხამები და მაგათ არც სამშობლო აქვთ არც მორალი აქვთ, არც არაფერი, ერთადერთი, ჩვენ არ უნდა მივიკედლოთ ესენი მერე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში