მემედ აბაშიძის გამზირზე, ქურდი სახლში აივნიდან გადაძვრა

18 მაისი 2019, 10:33 3264 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, კორპუსში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შემთხვევა, ღამით მოხდა. ბინის მფლობელი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება, რომ ქურდი ღამის საათებში შევიდა სახლში, როცა ყველას ეძინა.

სავარაუდოდ, მეორე სართულზე აივნიდან გადაძვრა. წაღებულია ორი ხელჩანთა, სადაც 300 ლარამდე თანხა და დოკუმენტები იყო. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ, ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში უკვე იმყოფებოდნენ. გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი