ცესკო ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს ცვლის

15 მაისი 2019, 18:00 1891 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრის გია დანელიას პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს გამოძიება დაიწყოს, მანამდე კი დანელიას საკრებულოს წევრის მანდატი შეუჩერდეს.  

საქმე  ეხება   ვიდეო ჩანაწერს, რომელიც გუშინ გავრცელდა.   ამის პარალელურად,  გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რიგგარეშე არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. აქვთ არგუმენტებიც. ირწმუნებიან, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიები, ასევე ბეჭდები და სხვა ინვენტარი საარჩევნო უბნებზე ვადაზე ადრე სწორედ  ამ მიზნით გაიცა.  

ამ ფაქტს ცენტრალურ  საარჩევნო კომისიაში ბრიფინგით გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ    მირანდა მესხის გადაწყვეტილებით კანონი არ დარღვეულა, თუმცა ეჭვების გამოსარიცხად რეგისტრატორების ბეჭდები გამოიცვლება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებების მიუხედავად,  დღეს ოპოზიციამ  დღეს  საპროტესტო  აქცია  მირანდა მესხის გადაყენებისა და დადიანების სასახლეში მომხდარი ინციდენტის გამოძიების  მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიასთან მაინც გამართა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი