ბოლო პერიოდში აქტიურობენ მაღალმთიანი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც - ხვალ შუახევშია დაგეგმილი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა, დღეს კი ქედის მერი ლევან გორგილაძე შეხვდა მოსახლეობას.
მერმა შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში გასული თვის მიწურულს დაიწყო. დღეს მახუნცეთში შეხვდა მოქალაქეებს. რა თქმა უნდა შეეხო საუბარი ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. რას დაჰპირდა მერი მოქალაქეებს და რა უშლის ხელს დაპირებების შესრულებას?