პარლამენტი მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობს

14 მაისი 2019, 18:00 1255 ნახვა

პარლამენტი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს დეპუტატებს სალომე სამადაშვილი აცნობს. ოპოზიციური ფრაქციის შეფასებით,  საგამოძიებო კომისიამ უნდა უზრუნველყოს საქმის სრულყოფილი გამოძიება.  

სალომე სამადაშვილის განმარტებით, დადგენილების პროექტის თანახმად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია 11 დეპუტატისგან დაკომპლექტდება და 3 თვის განმავლობაში იმუშავებს. “ნაციონალური მოძრაობის” ამ ინიციატივას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ინიციატივაზე კენჭისყრის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში