რიგგარეშე არჩევნების პოლიტიკური ფასი

13 მაისი 2019, 21:09 1701 ნახვა

5 დღეში საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. უკვე შეინიშნება დუღილის ტემპერატურის მატება. ზუგდიდი, მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა და ხულო - სწორედ აქ აირჩევენ მოქალაქეები ახალ მერებს.

ეპიცენტრი ის ტერიტორიული ორგანოებია სადაც 2017 წელს არჩეულმა მერებმა თანამდებობები სხვადასხვა მიზეზით დატოვეს. გვახსოვს სკანდალი ზუგდიდში და ყოფილი მერის დაკავება, ასევე ხმაურიანი პროცესი მარნეულში, გვახსოვს ხულოს მერის გადადგომაც, რომელსაც არაფერი აუხსნია საკუთარი ამომრჩევლისთვის.

ინცინდენტები გრძელდება - ახლა უკვე „გაერთიანებული ოპოზიცია“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ. საუბრობენ მოსყიდვის მცდელობაზეც. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი ლაკმუსის ქაღალდი ხელისუფლებისთვის და სტიმული ოპოზიციისთვის - რისთვის იბრძვიან კანდიდატები?

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი