„ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა - მიღწევები და გამოწვევები“ - ამ თემაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საინფორმაციო ცენტრის ბათუმის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანია ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობაა. საინფორმაციო შეხვედრა ევროპის დღეების ფარგლებში მესამე წელია ტარდება, რომლის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.