მიქელაძეების გამოსახლება გადაიდო - სახლის მეპატრონე შეუძლოდ გახდა  

13 მაისი 2019, 12:51 4036 ნახვა

ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე დაგეგმილი გამოსახლება გადაიდო, სახლის მეპატრონე შეუძლოდ გახდა, რის გამოც პროცესი შეჩერდა. მამაკაცს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ​

მიქელაძეების ოჯახის ერთი წევრი საწოლსაა მიჯაჭვული. 

ვ.ფშაველას ქუჩაზე აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები, დღეს 11 საათზე მივიდნენ. გამოსახლება გასულ წელსაც იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. 

მიქელაძეები მევახშეს, სამი წლის წინ აღებული 37 000 ნაცვლად 50 000 დოლარს სთავაზობენ, თუმცა ის უძრავი ქონების დათმობას, ან სანაცვლოდ 85 000 ითხოვს.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, პროტესტის ნიშნად, ბაგრატიონის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში