მოქალაქეები მშენებელი კომპანია „სელაზირისგან“ ინფრასტრუქტურის მოწყობას და სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ითხოვენ. 18 სართულიანი კორპუსის მობინადრეებს წყლის, კანალიზაციისა და ელექტროენერგიის პრობლემები აწუხებთ. ამბობენ , რომ სახლის მშენებლობა თურქულმა კომპანიამ 2013 წელს დაიწყო და ობიექტი ექსპლუატაციაში გასულ წელს უნდა შესულიყო, თუმცა კორპუსის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა .
გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მოსახლეობა ბინების გაქირავებას და სრულფასოვნად ცხოვრებას ვერ ახერხებს. პრობლემასთან დაკავშირებით მერიას ერთი თვის წინ მიმართეს. დღეს ამ საკითხის შესახებ მერიაში კომენტარი არ გაკეთებულა. სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა მერიამ გასცა, თუმცა კორპუსი ექსპლუატაციაში ჯერ არ მიუღია. მერიის მსგავსად განმარტებები არც მშენებელ კომპანიაში გაკეთებულა.