აჭარის განათლების სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვა

10 მაისი 2019, 18:00 1277 ნახვა

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2020-21 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა.  ცნობილი გახდა, რომ განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იგეგმება, სადაც ასევე განთავსდება კომაროვის სკოლა თავისივე საცხოვრებლით.

დაგეგმილია 9 ახალი სკოლის მშენებლობა, 4-ს კი  რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შენობები იქნება ადაპტირებული, გაითვალისწინებენ  უსაფრთხოების ნორმებსაც. მომავალ წელს 5 სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა. 10 სკოლა  პროექტორებით და მულტიმედიით აღიჭურვება.

შესაძლოა პროგრამას "ასწავლე წარმატებისთვის" მასწავლებელთა და საგნების რაოდენობა დაემატოს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის,საზღვაო აკადემიისა და ხელოვნების უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის  7მლნ ლარია გათვალისწინებული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი