აჭარიდან, წალკის რაიონში ჩასახლებული ეკომიგრანტების მძიმე სოციალურ პრობლემებზე, ასევე დაუკანონებელ საცხოვრებელ სახლებზე კითხვა, მამუკა ბახტაძეს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუსვა. იცნობს თუ არა ეკომიგრანტების წინაშე არსებულ პრობლემებს და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა. ბახტაძე ამბობს, რომ ნაწილობრივ იცნობს წალკაში ჩასახლებულების პრობლემებს, თუმცა ადგილზე ჩავა და პირადად გაეცნობა ვითარებას.
წალკაში აჭარიდან ჩასახლებულები წლებია საკუთრების დაკანონებას ითხოვენ, მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში.