აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტების პრეზენტაცია

10 მაისი 2019, 10:31 1958 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  საშუალოვადიანი პრიორიტეტების პრეზენტაცია წარმოადგინა.  რესპუბლიკური ბიუჯეტი 324 მლნ ლარია. გასულ წელთან შედარებით საშემოსავლო ნაწილი 10%-თაა გაზრდილი. საინვესტიციო პორტფელის ღირებულება კი 2 მილიარდ ლარზე მეტია.

პრიორიტეტად დასახელდა : ეკონომიკური განვითარება, ქონების ეფექტური და გამჭვირვალე მართვა, ინვესტიციების მოზიდვა და რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარება. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე, მათ ბიუჯეტირებასა და ვადებზე. ბიუჯეტში სოციალური სახლებისთვისაც იქნება ფინანსები გათვალისწინებული.

მომავალი წლიდან დაგეგმილია ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა, მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების მეორე ეტაპი ხიჭაურიდან-გოდერძიმდე მონაკვეთში და ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა.ისაუბრეს ბეშუმის განვითარების გეგმაზე, ახალი ტურისტული ადგილების იდენტიფიცირება და განვითარება.  პრეზენტაციას უწყების თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებიან

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი