98 წლის გოგოლა კარანაძე: ''გადავარჩინე სამი ბატალიონი''

09 მაისი 2019, 21:29 2740 ნახვა
00:00
00:00

სამ ნაწილად დაყოფილი ხალხი და ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში - აქციების ფონზე იყო ყვავილებიც და მადლობაც გმირობისთვის, თუმცა ალბათ არა საკმარისად.

ვეტერანები დღესაც შეიკრიბნენ სხვადასხვა ქალაქში. უკვე მხოლოდ რამდენიმე ათეული. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან მებრძოლებს შორის იყვნენ ქალები. მათ შორის კი ბათუმიდან საპასუხისმგებლო საქმეს გოგოლა კარანაძე ასრულებდა. ახლა უკვე 98 წლის ომის ვეტერანი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში რადიოტელეგრაფისტის და მზვერავის ფუნქციებს ასრულებდა.
 

იხსენებს, როგორ გადაარჩინა დროული შეტყობინებით 3 ბატალიონი. ამბობს, რომ ომში ოჯახის და სკოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკუთარი სურვილით წავიდა, მაშინ მეათე კლასის მოსწავლე იყო. ფრონტზე 4 წლის განმავლობაში ბრძოლას ტრავმის გარეშე არ ჩაუვლია - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები, ტრაგიკული და პოზიტიური ისტორიები

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი