''ევროპის დღეები 2019'' დაიწყო

09 მაისი 2019, 13:00 1472 ნახვა

„ევროპის დღეები 2019“ დაიწყო.  ღონისძება ქობულეთში ჭახათსა და კოხში გაიმართა.  ადგილობრივ მოსახლეობასთან  საინფორმაციო  სახის შეხვედრა და საჯარო ლექცია ჩატარდა. ევროკავშირის თემატიკაზე  გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში  დასუფთავების აქციაც მოეწყო. ევროპის დღეები საქართველოში მეშვიდედ აღინიშნება. კვირეულის მიზანი  ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი