ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში დასრულდა ბიბლიოთეკის კვირეული. ღონისძიებაზე ღვაწლმოსილ და წარმატებულ ბიბლიოთეკარებს საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. წელს ბიბლიოთეკაში ინოვაციური პროექტი დაიწყო.
ელენე ტუღუში, რომელიც ფრანგული ენის სპეციალისტია, შექმნა ფრანგული ენის უფასო შემსწავლელი კურსი, რომლის მიზანიც ფრანგული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაა. „ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში მკითხველებსა და ბიბლიოთეკარებს შორის ნარდში ჩემპიონატი გაიმართა.