აბიტურიენტებს, რომლებმაც თანხა შეცდომით ჩარიცხეს თანხის დაბრუნება შეუძლიათ 

08 მაისი 2019, 15:00 1733 ნახვა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც თანხა შეცდომით ან ზედმეტი ჩარიცხა, დღეიდან  თანხის დაბრუნება შეუძლიათ. რეგიონებში აბიტურიენტებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა მიმართონ. განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:  საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.

იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასურის დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზეა შესაძლებელი. გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ან 7 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე. თანხები განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში ჩაირიცხება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი