სტამბოლში მერის არჩევნები გაუქმდა, რომელშიც ერდოღანის პარტია დამარცხდა

06 მაისი 2019, 23:39 2554 ნახვა

თურქეთში 31 მარტს ჩატარებული მერის არჩევნები გაუქმდა. ერდოღანის პარტიის სარჩელის საფუძველზე,  თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. პარტიის საჩივარში, რომელიც საარჩევნო კომისიაში 7 აპრილს შევიდა, აღნიშნული იყო, რომ სტამბოლში 40 ათას ადამიანს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. კომისიის უმრავლესობამ, შვიდმა წევრმა სარჩელს მხარი დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო.

სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ეკრემ იმამგლუმ გაიმარჯვა. თურქეთის მმართველი პარტიის კანდიდატი დამარცხდა მეტოქესთან თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც.

თურქეთის ადგილობრივი არჩევნები 31 მარტს გაიმართა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში