17 პატიმრის სარჩელის შემდეგ ადვოკატი ანგარიშსწორებაზე საუბრობს

03 მაისი 2019, 21:55 1436 ნახვა

პატიმრები ბათუმის მესამე პენიტენციური დაწესებულებიდან, არასათანადო პირობებსა და უფლებების დარღვევას უჩივიან. 17 მსჯავრდებულის მიერ შედგენილ საჩივარში  იმ ფაქტებზეა საუბარი, რომელიც მათი თქმით სისტემატურ ხასიათს ატარებს. პრეტენზიების დაფიქსირების შემდეგ კი,  როგორც ისინი ამბობენ, ადმინისტრაციის მხრიდან, მუქარის მსხვერპლი ხდებიან. პატიმრების წერილობით პრეტენზიებს, წერილითვე უპასუხა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ყველა პრეტენზია უარყვეს.

მათ მდგომარეობაზე ინფორმაციას ფლობს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი. ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ საპატიმროში ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეტაპობრივად გვარდება. საჩივარში მოყვანილ ფაქტებს შეისწავლის, სახალხო დამცველის აპარატი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში