თავდაცვის მინისტრი სამძებრო სამუშაოებს გაეცნო

17 აგვისტო 2016, 00:00 3143 ნახვა

''თუ ეს იყო დაუდევრობა, ბუნებრივია, პასუხს აგებენ, გაძლევთ პირობას. ახლა მთავარი ამოცანაა სამაშველო ოპერაცია მივიყვანოთ ბოლომდე'' - ეს პირობა თავდაცვის მინისტრმა გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლებს მისცა. ლევან იზორია და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე გონიოში ჩავიდნენ და ორი დაკარგული ჯარისკაცის სამძებრო ღონისძიებებს გაეცნენ. ოპერაციაში დღეს აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახურიც ჩაერთო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში