აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს ივნისში 10 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია

05 ივლისი 2017, 20:00 925 ნახვა

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს ივნისში 10 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით მეტია.   წელს ვიზიტორთა რაოდენობა 25 ათას 517-ია, რაც 11%-იან მატებას გულისხმობს. არსებული მონაცემებით, მათი უმრავლესობა, ძირითადად, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან ჩამოდის.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ტურისტები, ძირითადად, აჭარის მაღალმთიანი სოფლებითა და რეგიონში არსებული გასართობი ცენტრებით ინტერესდებიან. ზაფხულში აჭარაში ტურისტებს 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი მოემსახურება, მათგან ორი, დღეღამის განმავლობაში იმუშავებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი