ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილება გონიოელების სასარგებლოდ გამოიტანა

05 ივნისი 2017, 20:00 857 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილება გონიოელების სასარგებლოდ გამოიტანა.  მოსამართლემ ბათილად ცნო 2016 წლის 27 ივნისის და 15 სექტემბრის მიწის აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,  55 ოჯახს მიწის საკუთრების აღიარების უფლება აღარ ჰქონდა. გარდა ამისა, დღევანდელი გადაწყვეტილებით მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს. დავის წაგებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს 4 ათას 600 ლარის გადახდაც დაეკისრა. გონიოელების უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იცავს. გაასაჩივრებს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებას მიწის აღიარების კომისია, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადმინისტრაციული ორგანო დღევანდელ გადაწყვეტილებას დეტალურად გაეცნობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი