დღეიდან, ორი დღის განმავლობაში, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით - მოსალოდნელი ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის საშიშ ნიშნულებამდე მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ზოგან მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.