კომპანია რუს ტურის 37 ოპერატორი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. სტუმრებმა რეგიონში მიმდინარე ტურისტული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ზღვისპირა და მაღალმთიანი აჭარა მოინახულეს. ტურ-ოპერატორები რეგიონში კიდევ 4 დღეს გაატარებენ. ღონისძიება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარატურის ორგანიზებით იმართება.