დღეს დილიდან ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივია. ქუჩაზე საგზაო მოძრაობის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს, იხაზება ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები და გზის გამყოფი ზოლები. ავტომობილების მოძრაობა 4-5 საათის განმავლობაში შეიზღუდება, ხვალ კი, 10 საათიდან, სამღებრო სამუშაოები გორგილაძის ქუჩაზე დაიწყება.