ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობენ. სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების სამოქმედო გეგმის საქართველოს თავდაცვის სფეროს ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმებთან თანხვედრაში მოყვანაა.