საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით პოლიტიკური პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამა აღარ გავა. გადაწყვეტილება არხმა მიიღო. ერთ-ერთ მიზეზად კი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რეკლამის შინაარსი სახელდება, რომელიც შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            