პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის” - რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ქობულეთში სოფელ ჭახათის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მოისმენეს ადგილობრივების პრობლემები და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. ისაუბრეს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების გეგმაზეც.