საარჩევნო კომისიებმა ბიულეტენები მიიღეს

06 ოქტომბერი 2016, 20:00 971 ნახვა

საარჩევნო კომისიებმა ბიულეტენები უკვე მიიღეს. ბათუმის 79-ე ოლქში ამ წუთებში ინვენტარს ანაწილებენ. უბნების წარმომადგენლეების ნაწილმა კუთვნილი აღჭურვილობა, დოკუმენტაცია, სამაგიდო სიები უკვე გაიტანა. ბათუმში 159 ათასი ამომრჩეველია, ოლქმა კი 148 ათას 950 ბიულეტენი მიიღო, რომლის გადანაწილებაც კანონმდებლობის შესაბამისად, დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 
დღის განმავლობაში დარიგდება ბიულეტენები აჭარის სხვადასხვა ოლქშიც. ხულოს 84-ე საარჩევნო კომისიაში 24 ათასი ბიულეტენი მიიღეს. ბიულეტენების დარიგება ქობულეთის 48 უბანზე დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 
აჭარაში, საარცევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს 4 ბიულეტენი დახვდება. უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის და მაჟორიტარების ბიულეტენები, ისინი მწვანე და ცისფერი ფერისაა. პარალამენტის მაჟორიტარობის კანიდდატებისა და პოპორციული სიის კი ვარდისფერი და ნაცრისფერი.

ამავე კატეგორიაში