მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებს მიმართა

06 ოქტომბერი 2016, 20:00 903 ნახვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მიმართა.
„მე ძალიან ვამაყობ თითოეული თქვენგანით და თქვენ უნდა გააგრძელოთ ქართული სახელმწიფოს სამსახური, ქართველი ხალხის გვერდში დგომა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე მიმართა მოქმედ მთავრობას.
„მე მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას, თქვენც ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩვენი ამოცანა არ არის წარსულში გახედვა. ჩვენი ამოცანა არ არის ვიღაცის დევნა. ჩვენი პასუხი თქვენზე იქნება სწრაფი განვითარება და სწრაფი აღმშენებლობა.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი