უამინდობამ პრობლემები შექმნა ქედაში. მეწყრული პროცესი ცხრა ლოკაციაზე განვითარდა. სოფლებში ბელტურსა და ჯალაბაშვილებში სახლებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა, აღდგენითი სამუშაოები, უამინდობის გამო, ვერ ხერხდება. ამ წუთებში საავატომობილო გზას ექვსი მიმართულებით წმენდენ.
მეწყრული პროცესები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც განვითარდა. მიწის მასა საავტომობილო გზასთან სოფელ ხეყრუში ჩამოწვა. მდგომარეობა სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს. გზებს ხელვაჩაურში, 10 ლოკაციაზე ერთდროულად წმენდენ. მიწის მასისგან სარფში, კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბესა და ორთაბათუმის დამეწყრილი ტერიტორიები იწმინდება. მეწყრული პროცესები ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზეც განვითარდა, თუმცა, მოძრაობა არ შეფერხებულა. ამ დროისთვის ზარალს ითვლიან.