შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს

23 აგვისტო 2016, 20:00 1124 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება, რაც ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს. ამის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე.
„23 აგვისტოს, საღამოს, პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც. ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ“, - აცხადებენ ცენტრში. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ამავე კატეგორიაში