''საუკეთესო ინდოეთიდან''-გამოფენა ბათუმში

12 აგვისტო 2016, 00:00 3977 ნახვა

ნაციონალური სამოსი, საიუველირო ნაკეთობები, ნახევრადძვირფასი ქვები, კერამიკა, ავეჯი, ტექსტილი, ჩაი და სურნელოვანი სანთლები – ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დღეს გაიხსნა. გამოფენა საზეიმოდ ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "საუკეთესო ინდოეთიდან" ინდური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და უკვე ტრადიციულად აჭარის სავაჭრო – სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ხორციელდება. გამოფენა-გაყიდვა დღეს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი