პაპუაშვილი უახლოეს დღეებში მთავარ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს

27 ივლისი 2016, 20:00 900 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  უახლოეს დღეებში მთავარ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს.  როგორც გიორგი პაპუაშვილმა  გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პოზიცია და მოსაზრებაა, რომ ის მაინც ენდობა საგამოძიებო ორგანოებს.

   „აღგვითქვა, რომ ისინი ობიექტურად გამოიძიებენ ამ საქმეებს, ამიტომ უნდა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო უწყებებთან. მე, რა თქმა უნდა, ჩემი კითხვის ნიშნები დამრჩა. პრემიერი თავის აზრზე დარჩა, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა პროკურატურას. მე ალბათ ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს, მასაც გავესაუბრები“, - განაცხადა პაპუაშვილმა, თუმცა მთავარ პროკურორთან შეხვედრის ზუსტი დრო მას არ დაუკონკრეტებია.

    საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების მიმართ თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი