გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

17 ივლისი 2016, 20:00 876 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო. მან თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია და თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
პრემიერ- მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ 19 ივლისს, ანკარაში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართოს.

ამავე კატეგორიაში