''ახალი ამბების'' ოპერატორებმა გაფიცვა დროებით შეწყვიტეს

19 აპრილი 2019, 00:00 1476 ნახვა

ტელევიზიის ოპერატორებმა პროტესტი შეწყვიტეს.  ისინი სამსახურის მენეჯმენტს დროს აძლევენ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დილიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გაფიცულები იყვნენ.  მათ სამსახურეობრივი  მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს. მაუწყებლის ოპერატორები ხელფასების გაზრდას ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვენ.

ამბობენ, რომ მათ ოპერატორთან ერთად მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ, ანაზღაურება კი შეუსაბამოა.  13-მა ოპერატორმა რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციას გაფიცვის შესახებ წერილობით აცნობა. დღეს ადგილზე რეგიონული ბიუროების ოპერატორებს უნდა ემუშავათ, მაგრამ დილით  მუშაობაზე უარი მათაც  განაცხადეს.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი