აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ნათია კაპანაძის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
საკითხი დღის წესრიგში მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ 10 აპრილს დააყენა. დღეს ნათია კაპანაძესა და მრჩეველთა საბჭოს იმ ორ წევრს მოუსმენენ, რომლებიც დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვენ.
მრჩეველთა საბჭოს 5 წევრით არის დაკომპლექტებული, გადაწყვეტილების მისაღებად 3 ხმა არის საჭირო.