წალკაში აჭარიდან და სვანეთიდან სხვადასხვა დროს  ჩასახლებული მოსახლეობა დღეს აქციას მართავს. 2 ათასამდე ოჯახი ხელისუფლებას პირობის შესრულებას - მიწებისა და სახლების დაკანონებას სთხოვს.  
ასევე ითხოვენ, რომ შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს. მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული  ეკომიგრანტის  სტატუსი. 
(ფოტო: არქივი)