ხელოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის კურსდამთავრებულების საუკეთესო პროექტები აჭარის განათლების სამინისტროს საჩუქრად გადაეცა. შესაბამისი მემორანდუმი სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის 2015 წელს გაფორმდა.
შეთანხმების მიხედვით სამინისტრომ რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის უკვე მიმდინარეობს დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა. დღეს გამართულ შეხვედრაზე ხელოვნების უნივერსიტეტის სამი კურსდამთავრებულის პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა.