ხუთსულიანი ოჯახის ოფიციალური თვიური საარსებო მინიმუმი 361 ლარი და 20 თეთრია -ეს საქსტატის უახლესი კალკულაციით დათვლილი მონაცემია. ამაში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი.
სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება, თუმცა კითხვის ნიშნები ჩნდება ამ ნაწილშიც - რამდენად რეალურია ხუთსულიანი ოჯახის გამოკვება 30 დღის განმავლობაში ამ თანხით, მაშინ როდესაც ერთ ადამიანზე დაახლოებით 72 ლარი მოდის, საკვებში კი პურთან, ლობიოსთან, ბრინჯთან, მაკარონთან ერთად, ხორცპროდუქტები და ახლა უკვე საკმაოდ გაძვირებული კარტოფილი და კომბოსტო შედის.