„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის სასარგებლოდ გამოყენებაში ადანაშაულებს - ლევან ანთაძე კონკრეტული ელექტრონული შეტყობინების ასლს ავრცელებს და ირწმუნება, რომ ეს მოწოდება პარტიამ პარტიულ აქტივს, მერებს და საკრებულოებს დაუგზავნა - მესიჯში საუბარია ერთ-ერთი არხის ერთ-ერთ გადაცემაში დაანონსებულ ინტერაქტივზე, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ეხებოდა.