აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიან აჭარას 124%-ით მეტი მოგზაური ესტუმრა. არსებული მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244, 478 ვიზიტორმა იმოგზაურა.
სტატისტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვების, განთავსებისა და ტურისტული ატრაქციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოამზადა. 2018 წელს, ტურისტული მარშრუტებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი მოგზაური ქობულეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.