პრეტენზიები, მოთხოვნები და შეფასებები

13 აპრილი 2019, 00:00 1282 ნახვა

ცნობილი გახდა, რომ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - დირექტორის, იმპიჩმენტს ითხოვს. ირაკლი დარცმელიძე და გიგა ჩხარტიშვილი, საბჭოსთვის წარდგენილი წერილით, ნათია კაპანაძეს უწუნებენ კომუნიკაციას, აკრიტიკებენ რეიტინგის კლების, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის, ტენდერებისა და სხვა საკითხებთან მიმართებით. ეს ჩამონათვალი, სულ 17 პუნქტს მოიცავს. მრჩეველთა საბჭოში ბორდის ორი წევრის მიერ წარდგენილ წერილთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ უმსჯელიათ.

დაზუსტებით  ცნობილი არ არის, როდის შეიკრიბება მრჩეველთა საბჭო.  მანამდე კი, ირაკლი დარცმელიძისა და გიგა ჩხარტიშვილის მიერ დაყენებული იმპიჩმენტის მოთხოვნა, საზოგადოების დიდ ნაწილში, აღქმულ იქნა პოლიტიკურ პროცესად და გაკეთდა  შეფასებები, რომელთა ნაწილი,  ჩვენს სიუჟეტშია. მსგავსის არსებობას, ჩხარტიშვილი გამორიცხავს. თავად ნათია კაპანაძეს კი, არგუმენტად მოჰყავს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები, არსებულ სარედაქციო დამოუკიდებლობა და მრჩეველთა საბჭოს დაკვეთილი აუდიტის დასკვნა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი