მინდია ლავასოღლის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

12 აპრილი 2019, 00:00 3169 ნახვა

მინდია ლავასოღლი ერთ-ერთი ბრალდებულია,  რომელიც   ქურდულ სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობაში  იქნა დამნაშავედ ცნობილი. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა. ის საქართველოს კანონმდებლობის  თანახმად ძებნილია და ადვოკატის ინფორმაციით, თურქეთში საექსტრადაციო პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.  

დანარჩენ სამი ბრალდებულიდან ივანე გიგიაძეს 2 წელი და ექვსი თვე, ხოლო ზაალ ახვლედიანის და შოთა კეკელიძეს 2 წელი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.  

ბრალდებული ივანე გიგიაძე სასჯელს ჯანრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მოიხდის. განაჩენი დარბაზში ხმაურის ფონზე გააპროტესტეს  ბრალდებულების ზაალ  ახვლედიანისა და შოთა კეკელიძის ახლობლებმა  და ოჯახის წევრებმა. მოსამართლე არაობიექტურობაში დაადანაშაულეს.  

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას  დაცვის მხარე  სააპელაციოში გაასაჩივრებს. განაჩენს სავარაუდოდ გაასაჩივრებს  პროკურატურაც.  

გამოძიება  11 პირს  ქურდულ სამყაროს წევრობასა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას ედავებოდა, თუმცა სასამართლომ 10 მათგანს ბრალი  გადაუკვალიფიცირა    და სასჯელის სხვადასხვა ვადა შეუფარდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი