ნათია კაპანაძე: ''ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი''

12 აპრილი 2019, 00:00 2178 ნახვა

"ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებულობა და ობიექტურობა აღიარებულია საერთაშორისო კვლევებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძვირფასი შედეგია. ჩვენი მუშაობა დაფუძნებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე. ყველა საკითხი, რაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება, არის პოლიტიკის ნაწილი და ცხადია, პროცესები, რაც ვითარდება დამოუკიდებელი არხის ირგვლივ არის მაღალი საჯარო ინტერესი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის შიდა საკითხები.

გადაცემებთან დაკავშირებით კანონთან შესაბამისი დაგეგმარებაა"- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

განახლება: 18 საათის საინფორმაციო გამოშვება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა საბჭოს თავმჯდომარეს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის  დაწყების მოთხოვნით მიმართა.

მრჩეველთა საბჭოში გიგა ჩხარტიშვილი “ქართული ოცნების” ხოლო ირაკლი დარცმელიძე  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კვოტითაა წარდგენილი. მრჩეველთა საბჭოს 15 გვერდიან დოკუმენტში  ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების ძირითად მიზეზებად სატელევიზიო რეიტინგების კლება, პრიორიტეტების შეუსრულებლობა, კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვა, საბიუჯეტო  სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და უტენდერო შესყიდვები სახელდება.

„პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან დაცლილი ტელევიზია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტით მუშაობს“ -  ნათია კაპანაძე მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს. ვინ უჭერს მხარს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს, ვის არ აქვს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული და რა შენიშვნები აქვთ მრჩეველთა საბჭოს წევრებს ნათია კაპანაძესთან? 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი