კვლავ უცნობია რას სთავაზობს ბათუმის მერი მუსლიმ თემს

11 აპრილი 2019, 00:00 1480 ნახვა

“ცალკეული პირები შესაძლოა სკეპტიკურად უყურებენ პროცესს, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - ეს განცხადება ბათუმის მერმა  ქალაქში ახალი მეჩეთის მშნებლობის საკითხთან დაკავშირებით  გააკეთა.

ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ მას  კონკრეტული შედეგის იმედი აქვს, რას სთავაზობს მერია მუსლიმ თემს ბათუმის მერი  არ აკონკრეტებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი  სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დავის საგანზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.  გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

სასამართლომ მერიის შუამდგომლობა პროცესიის გადადების შესახებ არ გაიზიარა. მორიგი სასამართლო სხდომა 22 მაისს არის ჩანიშნული. მუსლიმი თემი სასამართლოსგან და ბათუმის მერიისგან   2 წელზე მეტია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემას ითხოვს. მეჩეთის მშენებლობის საკითხი კი   2012 წლიდან გააქტიურდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი