10-12 მაისს, ბათუმში მე-12 საერთაშორისო ტურისზმის, სასტუმრო-აღჭურვილობისა და მეორე საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენა გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მასში 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
გამოფენის სამზადისსა და პროექტის შესახებ დღეს პრეზენტაცია გაიმართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან და გამოფენის საორგანიზაციო პროცესში ჩაერთვებიან.