ცხენის და ვირის ხორცს ბაზრობებზე, საქონლის ხორცად ასაღებდნენ - საგამოძიებო სამსახური

11 აპრილი 2019, 00:00 2215 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი ამხილეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში, დაბალ ფასში ცხენისა და ვირის ტანხორცს ყიდულობდნენ. კუსტარულად მოწყობილ ე. წ. „ბოინში“, რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ამუშავებდნენ, შემდეგ კი ბაზრობებზე ყიდდნენ, ასევე კვების ობიექტებში საქონლის ხორცის სახით აბარებდნენ. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბაზრობაზე, ასევე რამდენიმე ობიექტში ამოღებულია დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ცხენის და ვირის დნმ-ს.

ე.წ. „ბოინში“ აღმოჩენილია ცხენისა და ვირის სხეულის ნაწილებიც.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი