მზადება ციტრუსის სეზონისთვის

11 აგვისტო 2016, 00:00 2577 ნახვა

აჭარაში ციტრუსის სეზონისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. მედიის წარმომადგენლებს მზადების შესახებ ინფორმაცია აჭარის  სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. ლაშა კომახიძის განცხადებით, წელს უპრეცენდენტო რაოდენობის – 15 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი გადამუშავდება და კონცენტრატის სახით საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ისრაელში, უკრაინასა და რუსეთში ექსპორტირდება. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, უცხოურ ბაზარზე წელს 30 ათას ტონაზე მეტს გაიტენენ. პარარელურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ბაზრების ასათვისებლად. დაწყებულია მოლაპარაკებები მოლდოვასთან, პოლონეთთან, ისრაელთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე ფერმერებს მაღალი სტანდარტების სამაცივრე მეურნეობების მომსახურებით სარგებლობაც შეეძლებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს ნაყოფის ხელსაყრელ პერიოდში რეალიზება მოახდინონ. 2016 წელს აჭარაში ციტრუსის 60 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში