''საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოლიტიკურ მანიპულაციებს შეიცავს''- მიიჩნევს კახა კალაძე. მისთვის გაუგებარი და აბსურდულია, რატომ გააკეთა პაპუაშვილმა შანტაჟთან დაკავშირებული განცხადებები, რომელიც არ დადასტურდა. ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ საკითხს უმოკლეს დროში გამოიძიებენ.